"თანამედროვე რეალობაში ციფრული ინდუსტრია ყველაზე წინ არის" - თამარ ფუტკარაძის შთაბეჭდილება
თამარ ფუტკარაძემ სმარტ აკადემიაში FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო გადამედგა პირველი ნაბიჯები ციფრულ სამყაროში და მცირედი გამეგო ვებ-დეველოპმენტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში Front-end development-ის შესახებ.”
კურსის განმავლობაში
კურსის მიმდინარეობისას შევისწავლე HTML, CSS, Javascript... მაგრამ მათ გარდა, ვისწავლე, რომ "კომპიუტერთან ჯდომა და კლავიშებზე წკაპუნი" იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ეს გვერდიდან ჩანს.
განვივითარე დროის მენეჯმენტთან დაკავშირებული უნარები, ალბათ ყველაზე მეტად ეს დამეხმარება.
ლექტორის შესახებ
სწავლის პერიოდში სამი სხვადასხვა, ერთმანეთზე უკეთესი ლექტორი მასწავლიდ. სამივე მათგანის ახსნის ტექნიკა განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და სამივე მზად იყო, ნებისმიერ დროს ინფორმაციულად დახმარებოდა სტუდენტებს.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის დასრულების შემდეგ გავდივარ პრაქტიკას ისევ სმარტ აკადემიის გუნდთან ერთად, რაც, იმედი მაქვს, დამეხმარება უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმაში. ასევე, გეგმაში მაქვს შევისწავლო React JS.
პროფესია - დეველოპერი
თანამედროვე რეალობაში ციფრული ინდუსტრია ყველაზე წინ არის და რამდენადაც საინტერესო და განვითარებადი, იმდენად მაღალანაზღაურებადია ამ სფეროში ყოფნა. შესაბამისად, იმედი მაქვს სამომავლო პროფესიაც სწორედ ეს იქნება.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიის გუნდთან კომუნიკაცია, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ძალიან მომეწონა. მაგრამ, ალბათ შევცვლიდი ფაქტს, რომ რამდენიმე ლექტორი გვასწავლიდა. ვიცი, სამივე მათგანს მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს და სწავლების სტილიც განსხვავდებოდა, მაგრამ ეს ყოველივე ცოტათი დამაბნეველი იყო.
ამჟამად, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაქსიმალურად არის აკადემიის გუნდი ჩართული სტუდენტების განვითარების პროცესში, იქნება ეს კურსის შემდგომი პრაქტიკები თუ სხვა ინფორმაციული დახმარება, პირადად გუნდის წევრებისგან.
დარეგისტრირდი FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსზე აქ.